ნავალნი: „კრემლის კრიმინალური რეჟიმის მიერ გაჩაღებული ომი უნდა შეწყდეს!“
24/02/2022 08:14:26 მსოფლიო
რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ უკრაინას, სადაც რუსეთმა ომი გააჩაღა, სოლიდარობა გამოუცხადა.
„კრემლის კრიმინალური რეჯიმის მიერ გაჩაღებული ომი უნდა შეწყდეს!“,– განაცხადა საკუთარ სასამართლო პროცესზე ნავალნიმ.
მოსამართლე მას სიტყვას ხშირად აწყვეტინებდა.


