
ზურაბიშვილი: "ქართველი ხალხი შოკირებულია უკრაინაში რუსული აგრესიით"
24/02/2022 07:59:37 ევროპა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას.
"ქართველი ხალხი შოკირებულია უკრაინაში რუსული აგრესიით. ჩვენ სოლიდარული ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ და მოვუწოდებთ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ",– დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.