Accentnews.ge
ჯონსონი - ზელენსკის: "დასავლეთი უმოქმედოდ არ იქნება"

ჯონსონი - ზელენსკის: "დასავლეთი უმოქმედოდ არ იქნება"

24/02/2022 07:29:37 მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, „დასავლეთი უმოქმედოდ არ იქნება, მაშინ როდესაც პრეზიდენტ პუტინმა თავისი კამპანია წამოიწყო უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“. ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

ბორის ჯონსონის ოფისის ცნობით, პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა განახორციელა.

მათივე ცნობით, სატელეფონო საუბარში ჯონსონმა აღნიშნა, რომ შეძრწუნებულია უკრაინაში მოვლენების განვითარებით და აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო გვერდში დაუდგება უკრაინას „ამ ბნელი პერიოდის განმავლობაში“.

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S