Accentnews.ge
ბალტიის ქვეყნები: "სასწრაფოდ უნდა მოვამარაგოთ უკრაინელი ხალხი იარაღით"

ბალტიის ქვეყნები: "სასწრაფოდ უნდა მოვამარაგოთ უკრაინელი ხალხი იარაღით"

24/02/2022 07:09:25 მსოფლიო

ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

"რუსეთის აგრესია უნდა დავგმოთ ყველაზე მკაცრად, რაც შესაძლებელია, შემოვიღოთ ყველაზე მკაცრი სანქციები რუსეთის მიმართ, გამოვრთოთ რუსეთი SWIFT-დან, მოვახდინოთ პოლიტიკურად მისი იზოლირება და მტკიცედ დავუჭიროთ მხარი უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. სასწრაფოდ უნდა მოვამარაგოთ უკრაინელი ხალხი იარაღით, საბრძოლო მასალით და ყველა შესაძლო სამხედრო დახმარებით. ასევე ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერით, ჰუმანიტარული დახმარებით. ყველაფერს ვიზამთ, რომ აგრესორმა ყველაზე მაღალი ფასი გადაიხადოს. Slava Ukraini!" - ნათქვამია განცხადებაში.

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S