Accentnews.ge
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 8 455 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 41 პაციენტი

საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 8 455 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 41 პაციენტი

24/02/2022 06:57:48 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 8 455 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 18 206 ადამიანი, გარდაიცვალა 41 პაციენტი.

  • ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 918 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 936 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 982 PCR ტესტით.
  • დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 22.9%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 29.17% ხოლო 7 დღის მანძილზე - 26.71%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 206 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 447 969.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 022 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 455 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 3 548 შემთხვევა,
  • აჭარა - 624,
  • იმერეთი - 1 438,
  • ქვემო ქართლი - 363,
  • შიდა ქართლი - 520,
  • გურია - 358,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 546
  • , კახეთი - 664,
  • მცხეთა-მთიანეთი - 174,
  • სამცხე-ჯავახეთი - 144,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 76.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 120 437 საიდანაც: 5 096 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 220, აჭარაში - 566, იმერეთში - 894. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 125 პირი, მათ შორის, თბილისში - 465, აჭარაში - 133, იმერეთში - 326. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი, მათგან თბილისში - 155, აჭარაში - 35, იმერეთში - 31. 781 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 535 - თბილისში, 121 - აჭარაში. 114 560 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 7 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 7, ხოლო აჭარაში - 0.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S