გამაფრთხილებელი სასიგნალო სირენებისა და აფეთქებების ხმა, შოკირებული მოსახლეობა – რა ხდება კიევში
24/02/2022 06:33:00 მსოფლიო
კიევში გამაფრთხილებელი სასიგნალო სირენებისა და აფეთქებების ხმა ისმის, – იუწყება The Guardian.
მისი ცნობით, მაცხოვრებლები ქალაქს ავტობუსებითა და მანქანებით ტოვებენ.


გამოცემის ინფორმაციით, დილიდან ხალხი მიაწყდა კიევის მეტროს სადგურებს ხელბარგებით.
24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ მოსკოვი უკრაინის ქალაქებზე თავდასხმას არ ახორციელებს.
"რუსეთის შეიარაღებული ძალები არ ახორციელებენ არანაირ სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებს უკრაინის ქალაქებზე. დარტყმებს ვახორციელებთ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე: სამხედრო აეროდრომებზე, ავიაციაზე, საჰაერო თავდაცვის ობიექტებსა და უკრაინის შეიარაღებული ძალებზე. მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება", - ირწმუნება თავდაცვის სამინისტრო.


