ასობით გაუქმებული რეისი, მკვეთრად გაუფასურებული რუბლი – რა ხდება რუსეთში
24/02/2022 06:22:30 მსოფლიო
რუსეთის რიგმა აეროპორტებმა, მათ შორის როსტოვის ოლქში მუშაობა შეაჩერეს, რის შედეგადაც ასობით რეისი გადაიდო.
ფრენები შეჩერებულია აეროპორტებში: როსტოვი, კრასნოდარი, ანაპა, გელენჯიკი, ელისტა, სტავროპოლი, ბელგოროდი, ბრიანსკი, ორიოლი, კურსკი, ვორონეჟი და სიმფეროპოლი, ყირიმი.
ამასთან, როგორც რუსული კრიტიკული მედიასაშუალებები იუწყებიან, რუბლმა მკვეთრი გაუფასურება დაიწყო ბოლო საათების განმავლობაში. მაჩვენებელი 2016 წლის მონაცემებს მიუახლოვდა, რასაც ისინი მოქალაქეების პანიკური რეაქციით ხსნიან. კერძოდ, მოქალაქეებმა მასობრივად დაიწყეს უცხოური ვალუტის – ევროს და დოლარის შეძენა.
ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაიწყო.


