უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: "ჩამოვაგდეთ 5 რუსული თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი"
24/02/2022 06:14:14 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის ძალებმა 5 რუსული თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
"გაერთიანებული ძალები ღირსეულად უპასუხებენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს. სამხედრო ნაწილები თავიანთ პოზიციებზე არიან. მტერი ზარალს იღებს. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას!”, – აცხადებენ სამინისტროში.
რუსეთი უარყოფს უკრაინული მხარის აღნიშნულ ინფორმაციას, – იტყობინება რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "TACC".
24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო


