გაერო პუტინს მოუწოდებს, შეაჩეროს ომი, რომელიც "ყველაზე საშინელი შეიძლება, იყოს ამ საუკუნეში"
24/02/2022 05:47:06 მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა მოუწოდა ვლადიმირ პუტინს, დააბრუნოს ჯარები რუსეთში და შეაჩეროს ომი, "რომელიც ყველაზე საშინელი შეიძლება, იყოს ამ საუკუნეში".
გუტიერეშმა გააფრთხილა პუტინი, რომ რუსეთის სამხედრო მოქმედება არ შეიძლება, მხოლოდ იყოს "დამანგრეველი უკრაინისთვის" და "ტრაგიკული" რუსეთისთვის, არამედ "მის შედეგებს ვერ ვიაზრებთ გლობალური ეკონომიკისთვის".
"ამ მომენტში, ჩვენ გამოვდივართ კოვიდ სიტუაციიდან, განვითარებად ქვეყნებს სჭირდებათ აღდგენა, რაც ძალიან, ძალიან რთული იქნება ნავთობზე მაღალი ფასით, ხორბლის ექსპორტით უკრაინიდან და მზარდი საპროცენტო განაკვეთით. ეს კონფლიქტი ახლავე უნდა დასრულდეს", - თქვა მან.
რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო.


