Accentnews.ge
კულება მსოფლიო ლიდერებს 5-პუნქტიანი სამოქმედო გეგმით მიმართავს

კულება მსოფლიო ლიდერებს 5-პუნქტიანი სამოქმედო გეგმით მიმართავს

24/02/2022 05:38:20 ევროპა

მსოფლიომ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის სამხედრო ოპერაციების საპასუხოდ, „ტვიტერში“ წერს.

კულებას თქმით, მსოფლიოსა და ევროპის მომავალი საფრთხეშია და ის მსოფლიოს 5- პუნქტიან სამოქმედო გეგმით მიმართავს:

„მსოფლიომ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს! ევროპისა და მსოფლიოს მომავალი საფრთხეშია! შესასრულებელი გეგმა უნდა იყოს ასეთი:

  • 1. ახლავე, დამანგრეველი სანქციების დაწესება რუსეთისთვის, მათ შორის „სვიფტი“
  • 2. ყველა ფორმით, რუსეთის იზოლირება
  • 3. უკრაინის იარაღითა და აღჭურვილობით მომარაგება
  • 4. ფინანსური დახმარება
  • 5. ჰუმანიტარული დახმარება“ - წერს კულება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S