"აშშ, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები რუსეთს მძიმე სანქციებს დაუწესებენ"
24/02/2022 05:45:59 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის წინააღმდეგ დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ ესაუბრა.
ბაიდენი ამბობს, რომ დღეს დიდი შვიდეულის სხდომა გაიმართება, სადაც, აშშ და პარტიონი ქვეყნები რუსეთს მძიმე სანქციებს დაუწესებენ.
"პრეზიდენტი ზელენსკი დამიკავშირდა. ლაპარაკს ახლა მოვრჩით. მე ვგმობ არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმას რუსული ჯარების მხრიდან. მე მას მოკლედ ვუთხარი იმ ნაბიჯების შესახებ, რომელსაც გადავდგამთ, მათ შორის დღეს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. მან მთხოვა, მოვუწოდო მსოფლიოს ლიდერებს, მკაფიოდ ისაუბრონ პრეზიდენტ პუტინის უხეში აგრესიის წინააღმდეგ და დადგნენ უკრაინელი ხალხის გვერდით. დღეს G7-ის ლიდერებს შევხვდები. აშშ, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები რუსეთს მძიმე სანქციებს დაუწესებენ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას", - აცხადებს ჯო ბაიდენი.
24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.


