ბელარუსიდან უკრაინაში რუსული ჯარები და სამხედრო მანქანები შედიან
24/02/2022 05:36:41 მსოფლიო
ბელარუსიდან უკრაინაში რუსული ჯარები და სამხედრო მანქანები შედიან, – იუწყება CNN.
მისი ცნობით, რუსული ძალები უკრაინაში ბელარუსის სასაზღვრო პუნქტის გავლით გადაადგილდება.
უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, „სასაზღვრო ქვედანაყოფებზე, სასაზღვრო პატრულებსა და საგუშაგოებზე თავდასხმები ხორციელდება არტილერიის, მძიმე ტექნიკისა და მცირე იარაღის გამოყენებით“:
"ეს ხდება ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიჰივისა და ჟიტომირის რეგიონებში. გარდა ამისა, თავდასხმა ხდება ყირიმიდანაც.
ასევე ფიქსირდება მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების მუშაობა".
ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა ბელარუსში, უკრაინის საზღვართან მნიშვნელოვანი რაოდენობის ჯარი, მანქანები და ტანკები განათავსა სამხედრო წვრთნების საბაბით.


