რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: "დარტყმებს ვახორციელებთ სამხედრო აეროდრომებზე, ავიაციაზე, საჰაერო თავდაცვის ობიექტებსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე"
24/02/2022 05:26:56 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ მოსკოვი უკრაინის ქალაქებზე თავდასხმას არ ახორციელებს.
"რუსეთის შეიარაღებული ძალები არ ახორციელებენ არანაირ სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებს უკრაინის ქალაქებზე. დარტყმებს ვახორციელებთ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე: სამხედრო აეროდრომებზე, ავიაციაზე, საჰაერო თავდაცვის ობიექტებსა და უკრაინის შეიარაღებული ძალებზე. მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება", - ირწმუნება თავდაცვის სამინისტრო.
ცნობისთვის:
- პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.
- უკრაინამ სამოქალაქო ფრენებისთვის საჰაერო სივრცე დახურა.
- ვრცელდება ცნობები, რომ კიევში, ხარკოვსა და უკრაინის სხვა ქალაქებში აფეთქების ხმები ისმის.
- ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.


