ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა
24/02/2022 05:09:57 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
ზელენკსიმ დაადასტურა, რომ რუსეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე და მესაზღვრეებზე.
"დილიდან პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, დონბასის ტერიტორიაზე სპეციალური სამხედრო ოპერაცია ტარდება. რუსეთის ფედერაცია დარტყმებს აყენებს სამხედრო ინფრასტრუქტურას და სასაზღვრო ძალებს... იმედი გვაქვს პარტნიორების დახმარების", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ხარკოვის მხრიდან უკრაინის საზღვარი გადაკვეთეს და მარიუპოლსა და ოდესაში დესანტი გადასხეს.
ცნობისთვის:
- პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა
- .უკრაინამ სამოქალაქო ფრენებისთვის საჰაერო სივრცე დახურა.
- ვრცელდება ცნობები, რომ კიევში, ხარკოვსა და უკრაინის სხვა ქალაქებში აფეთქების ხმები ისმის.


