Accentnews.ge
"ვგმობ რუსეთის უგუნურ თავდასხმას უკრაინაზე, ნატო–ს მოკავშირეები იკრიბებიან, რათა უპასუხონ რუსეთის განახლებულ აგრესიას"

"ვგმობ რუსეთის უგუნურ თავდასხმას უკრაინაზე, ნატო–ს მოკავშირეები იკრიბებიან, რათა უპასუხონ რუსეთის განახლებულ აგრესიას"

24/02/2022 05:08:39 მსოფლიო

ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გმობს "რუსეთის უგუნურ თავდასხმას უკრაინაზე".

"მოსკოვის ქმედება საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევა და სერიოზული საფრთხეა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ის რისკის ქვეშ აყენებს უამრავი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს. ნატო–ს მოკავშირეები იკრიბებიან, რათა უპასუხონ რუსეთის განახლებულ აგრესიას", – აცხადებს სტოოლტენბერგი.

ცნობისთვის:

  • პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.
  • უკრაინამ სამოქალაქო ფრენებისთვის საჰაერო სივრცე დახურა.
  • ვრცელდება ცნობები, რომ კიევში, ხარკოვსა და უკრაინის სხვა ქალაქებში აფეთქების ხმები ისმის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S