Accentnews.ge
ჯო ბაიდენი:"პუტინმა აირჩია ომი, მსოფლიო პასუხს აგებინებს რუსეთს"

ჯო ბაიდენი:"პუტინმა აირჩია ომი, მსოფლიო პასუხს აგებინებს რუსეთს"

24/02/2022 04:52:25 მსოფლიო

"აშშ რუსეთის მიერ უკრაინაზე გაუმართლებელ და არაფრით პროვოცირებულ თავდასხმას გმობს", – ამის შესახებ ჯო ბაიდენმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინაში განხორციელებული აფეთქებების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

მისი თქმით, აშშ და პარტნიორები ერთიანი და გადამწყვეტი ნაბიჯებით უპასუხებენ რუსეთს.

ბაიდენი ამბობს, რომ G7-ს წერვებს შეხვდება და შემდეგ გამოაცხადებს იმ ზომებს, რასაც ამერიკა დააწესებს.

"მთელი მსოფლიო ახლა უკრაინელი ხალხისთვის ლოცულობს. ისინი არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ რუსულ თავდასხმას განიცდიან. პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია წინასწარ განზრახული ომი, რომელიც სიცოცხლის კატასტროფულ დანაკარგს და ადამიანთა ტანჯვას მოიტანს. მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმ სიკვდილსა და ნგრევაზე, რასაც ეს თავდასხმა მოიტანს", - განაცხადა ბაიდენმა.

ცნობისთვის:

  • პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.
  • უკრაინამ სამოქალაქო ფრენებისთვის საჰაერო სივრცე დახურა.
  • ვრცელდება ცნობები, რომ კიევში, ხარკოვსა და უკრაინის სხვა ქალაქებში აფეთქების ხმები ისმის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S