კიევში, ხარკოვსა და უკრაინის სხვა ქალაქებში აფეთქების ხმები ისმის
24/02/2022 04:10:15 მსოფლიო
კიევში, ხარკოვსა და უკრაინის სხვა ქალაქებში აფეთქების ხმები ისმის, - იუწყება საერთაშორისო მედია.
CNN-ის ჟურნალისტები და თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქებები მოხდა:
კიევში: ჟურნალისტები და სოციალური მედიის მომხმარებლები ამბობენ, რომ აფეთქების ხმა ბორისპოლის აეროპორტის მხრიდან მოდიოდა. აეროპორტი ქალაქიდან 25 კილომეტრით არის დაშორებული. ჯერჯერობით CNN-ს არ დაუდასტურებია, რომ რუსეთმა მიზანში აეროპორტი ამოიღო.
ხარკოვი: უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში ისმოდა "აფეთქებების ძლიერი ნაკადის ხმა".
კრამატორსკი: ეს ქალაქი ოკუპირებული დონეცკიდან 120 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. CNN-ის ცნობით, აქ ძლიერი აფეთქების ხმა, სულ მცირე, 2-ჯერ გაისმა.
მარიუპოლი: CNN-ის ორმა ადგილობრივმა უთხრა, რომ აფეთქებების ხმა გაიგეს.
ოდესა: აქ 20 წუთის შუალედით ძლიერი აფეთქებების სერია იყო.
ზაპოროჟია: CNN-ის გუნდმა აქ ერთი აფეთქების ხმა გაიგო, რომელიც "შორიდან ისმოდა".


