Accentnews.ge
პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა

პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა

24/02/2022 04:00:42 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის თაობაზე მან მოქალაქეებს საგანგებო ტელემიმართვისას სულ ცოტა ხნის წინ აცნობა.

„დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართეს. ამასთან დაკავშირებით გაერო-ს დადგენილების მე-7 ნაწილის, 51-ე მუხლის შესაბამისად, ფედერალური საბჭოსა სანქციით და დონეცკსა და ლუგანსკთან ფედერალური ასამბლეის მიერ რატიფიცირებული მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების შესაბამისად, მე მივიღე გადაწყვეტილება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად“, – ნათქვამია პუტინის განცხადებაში.

მისი თქმით, "რუსეთის გეგმებში არ შედის უკრაინის ოკუპაცია, თუმცა რუსეთი ისწრაფვის მისი დემილიტარიზაციისკენ".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S