აშშ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის მწარმოებლებს სანქციებს უწესებს
23/02/2022 20:17:40 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სანქციებს უწესებს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის მწარმოებლებს.
„დღეს დავავალე ჩემს ადმინისტრაციას, დააწესოს სანქციები „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-სა და მის კორპორატიულ პირებზე“, – აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.
21 თებერვალს რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" აღიარა. მოგვიანებით, კი აღნიშნულ ტერიტორიებზე რუსი "მშვიდობისმყოფელების" შეყვანის ბრძანება გასცა.
აღნიშნული ნაბიჯის შემდეგ, აშშ–მა, კანადამ, იაპონიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესეს.


