Accentnews.ge
მედია – აშშ–ის დაზვერვამ უკრაინა გააფრთხილა, რომ რუსეთი ქვეყანაში სრულმასშტაბიან შეჭრას უახლოეს 48 საათში განახორციელებს

მედია – აშშ–ის დაზვერვამ უკრაინა გააფრთხილა, რომ რუსეთი ქვეყანაში სრულმასშტაბიან შეჭრას უახლოეს 48 საათში განახორციელებს

23/02/2022 17:47:33 მსოფლიო

აშშ–ის დაზვერვამ უკრაინის შესაბამისი უწყებები გააფრთხილა, რომ რუსეთი ქვეყანაში სრულმასშტაბიან შეჭრას უახლოეს 48 საათში განახორციელებს, –იუწყება Newsweek.

მოგვიანებით, CNN-მაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაზე რუსეთის შეტევა სრულმასშტაბიანი შეტევა გარდაუვალია.

ცნობისთვის: გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

21 თებერვალს რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" აღიარა. მოგვიანებით, კი აღნიშნულ ტერიტორიებზე რუსი "მშვიდობისმყოფელების" შეყვანის ბრძანება გასცა.

რუსეთის აღნიშნული ნაბიჯის შემდეგ აშშ–მა, კანადამ, იაპონიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და ევროკავშირმა მოსკოვს სანქციები დაუწესეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S