Accentnews.ge
"შოტლანდიელმა გვარდიელებმა ნიკოლოზ I პანღურით გამოაგდეს ყირიმიდან 1853 წელს, ყოველთვის შეგვიძლია ამის გამეორება"

"შოტლანდიელმა გვარდიელებმა ნიკოლოზ I პანღურით გამოაგდეს ყირიმიდან 1853 წელს, ყოველთვის შეგვიძლია ამის გამეორება"

23/02/2022 15:54:07 ევროპა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით სრულიად შეიშალა და სიტუაციას რეალურად ვერ აფასებს.

მან უკრაინის მოვლენების შეფასებისას 1853 წელიწადი გაიხსენა, როდესაც შოტლანდიურმა გვარდიამ ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის მეფის ნიკოლოზ პირველის ჯარი დაამარცხა.

„შოტლანდიელმა გვარდიელებმა ნიკოლოზ პირველი პანღურით გამოაგდეს ყირიმიდან 1853 წელს. ყოველთვის შეგვიძლია ამის გამეორება. ნიკოლოზ პირველმა ზუსტად ის შეცდომა დაუშვა, რაც პუტინმა - მას არ ჰყავდა მეგობრები და არ ჰქონდა ალიანსები“, - განაცხადა უოლასმა

ეს კომენტარი უოლესმა ტელეკამერის მიღმა გააკეთა, მაგრამ მისი სიტყვები ბრიტანულმა პრესამ განასაჯაროვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S