Accentnews.ge
ერდოღანი პუტინს უკრაინის საკითხის დიალოგის გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს: "რეგიონში კონფლიქტი სარგებელს არავის მოუტანს"

ერდოღანი პუტინს უკრაინის საკითხის დიალოგის გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს: "რეგიონში კონფლიქტი სარგებელს არავის მოუტანს"

23/02/2022 15:07:47 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა და მას ვითარების დიალოგის გზით მოგვარებისკენ მოუწოდა.

თურქეთის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ერდოღანმა პუტინს განუცხადა, რომ "თურქეთი ანკარა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს არ ცნობს".

"ერდოღანმა პუტინს უთხრა, რომ რეგიონში კონფლიქტი სარგებელს არავის მოუტანს. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა რუს კოლეგას საკითხის დიალოგის გზით მოგვარებისკენ და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დიპლომატიის წინა პლანზე წამოწევა და რომ (თურქეთი) აგრძელებს კონსტრუქციულ პოზიციას ნატო–შიც", – აცხადებენ თურქეთის პრეზიდენტის ოფისში.

ცნობისთვის: 21 თებერვალს რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" აღიარა. მოგვიანებით, კი აღნიშნულ ტერიტორიებზე რუსი "მშვიდობისმყოფელების" შეყვანის ბრძანება გასცა.

რუსეთის აღნიშნული ნაბიჯის შემდეგ აშშ–მა, კანადამ, იაპონიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და ევროკავშირმა მოსკოვს სანქციები დაუწესეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S