პოლონეთის, ლიეტუვისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმად, უკრაინა ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს
23/02/2022 14:22:00 მსოფლიო
პოლონეთის, ლიეტუვისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმად, უკრაინა ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.
"ასოცირების შეთანხმებისა და შიდა რეფორმების განხორციელებაში მნიშვნელოვანი პროგრესის გათვალისწინებით, ასევე უსაფრთხოების არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, უკრაინა იმსახურებს ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსს და ლიეტუვა და პოლონეთი მხარს დაუჭერენ უკრაინას ამ მიზნის მიღწევაში“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
გარდა ამისა უკრაინის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტები საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებენ.
ცნობისთვის: 21 თებერვალს რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" აღიარა. მოგვიანებით, კი აღნიშნულ ტერიტორიებზე რუსი "მშვიდობისმყოფელების" შეყვანის ბრძანება გასცა.
რუსეთის აღნიშნული ნაბიჯის შემდეგ აშშ–მა, კანადამ, იაპონიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და ევროკავშირმა მოსკოვს სანქციები დაუწესეს.


