ჯონსონი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას ჰპირდება
23/02/2022 12:12:31 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას ჰპირდება.
"რუსეთის ქმედებების ფონზე დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო მხარდაჭერის შემდგომ პაკეტს მალე გაუგზავნის. ეს მოიცავს როგორც თავდაცვითი იარაღს, ასევე არალეტალური დახმარებას", – განაცხადა ჯონსონმა.
ბრიტანეთმა უკრაინას სამხედრო დახმარების რამდენიმე პაკეტი უკვე გაუგზავნა.
ცნობისთვის: 21 თებერვალს რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" აღიარა. მოგვიანებით, კი აღნიშნულ ტერიტორიებზე რუსი "მშვიდობისმყოფელების" შეყვანის ბრძანება გასცა.
აღნიშნული ნაბიჯის შემდეგ, აშშ–მა, კანადამ, იაპონიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესეს.


