Accentnews.ge
თეთრი სახლი: "პუტინ-ბაიდენის სამიტი დღის წესრიგიდან მოიხსნა"

თეთრი სახლი: "პუტინ-ბაიდენის სამიტი დღის წესრიგიდან მოიხსნა"

23/02/2022 11:06:37 მსოფლიო

აშშ–ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დაგეგმილი შეხვედრა აღარ გაიმართება.

"პუტინ-ბაიდენის სამიტი მოიხნა დღის წესრიგიდან მას შემდეგ, რაც პუტინმა აღიარა უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა და იქ ჯარების შეყვანა გადაწყვიტა", – განაცხადა თეთრი სახლის პრეს–მდივანმა ჯენ ფსაკიმ.

ამასთან, მან სამომავლოდ აშშ–ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა არ გამორიცხა, თუმცა აღნიშნა, რომ "ჯო ბაიდენი არ შეხვდება ვლადიმირ პუტინს მანამ, სანამ რუსეთი არ განმუხტავს ვითარებას უკრაინაში და არ გაიყვანს ჯარს".

„ჩვენ არასოდეს არ ვუკეტავთ კარს დიპლომატიას. თუმცა დიპლომატია ვერ იქნება წარმატებული, სანამ რუსეთი კურსს არ შეიცვლის", – განაცხადა ჯენ ფსაკიმ.

პუტინ-ბაიდენის სამიტამდე, 24 თებერვალს დაგეგმილი იყო აშშ–ისა და რუსეთის პირველი დიპლომატევის შეხვედრა, თუმცა ისიც გაუქმდა.

ცნობისთვის: 21 თებერვალს რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" აღიარა. მოგვიანებით, კი აღნიშნულ ტერიტორიებზე რუსი "მშვიდობისმყოფელების" შეყვანის ბრძანება გასცა.

აღნიშნული ნაბიჯის შემდეგ, აშშ–მა, კანადამ, იაპონიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S