კანადის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს
23/02/2022 10:21:30 მსოფლიო
კანადამ რუსეთის ელჩი ახსნა–განმარტებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა მოსკოვის მიერ უკრაინის ორი რეგინის „სუბიექტებად“ აღიარებისა და ამ ტერიტორიებზე ჯარების შეყვანის გადაწყვეტილების შემდეგ.
„მინისტრის მოადგილეს დავავალე, გამოიძახოს რუსეთის ელჩი ახსნა–განმარტებისთვის, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის განგრძობად აგრესიასთან, საერთაშორისო სამართლის დარღვევასთან და უკრაინის სუვერენიტეტის უგულებელყოფასთან დაკავშირებით. კანადა მხარს უჭერს უკრაინას, ჩვენ საპასუხოდ მკაცრ სანქციებს გამოვიყენებთ", - წერს „Twitter“–ზე საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი.
22 თებერვალს კანადამ რუსეთის საპასუხოდ სანქციების პირველი პაკეტის შესახებ გამოაცხადა.


