რუსული ძალების მობილიზება ბელარუსსა და რუსეთში, უკრაინის საზღვრის სიახლოვეს – ახალი სატელიტური ფოტოები
23/02/2022 08:00:25 მსოფლიო
კოსმოსური ტექნოლოგიების ამერიკული კომპანია "Maxar" ახალ სატელიტურ სურათებს აქვეყნებს, რომლებზეც კომპანიის განცხადებით, ბელარუსის სამხრეთსა და რუსეთის დასავლეთში რუსული ძალების მოილიზებაა ასახული.
"Maxar"–ის ცნობით, ფოტოები 21 თებერვალს გადაიღო და 22 თებერვალს გამოაქვეყნა.
მისი ინფორმაციით, ფოტოებზე უკრაინის საზღვრებთან 100-ზე მეტი სამხედრო მანქანის და ათობით სამხედრო კარვის ახალი განლაგებაა ასახული.

აწყობილი მანქანები აეროდრომზე, მაზირის მახლობლად, სამხრეთ ბელარუსში.

მძიმე ტექნიკის გადასატანი აღჭურვილობა, კლინცი, რუსეთის დასავლეთ ნაწილი.

ახალი განლაგება პოჩეპში, რუსეთის დასავლეთ ნაწილი.
ცნობისთვის: რუსეთ–ბელარუსის ერთობლივი წვრთნები, რომელიც ბელარუსში მიმდინარეობს, 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ორივე მხარემ მანევრების გაგრძელების თაობაზე განაცხადა.
21 თებერვალს რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" აღიარა. მოგვიანებით, კი აღნიშნულ ტერიტორიებზე რუსი "მშვიდობისმყოფელების" შეყვანის ბრძანება გასცა.
აღნიშნული ნაბიჯის შემდეგ, აშშ–მა, კანადამ, იაპონიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესეს.


