Accentnews.ge
რუსეთ-საქართველოს მატჩის ანონსი უკრაინულ ენაზე რაგბის კავშირის სოცქსელებში აღარ იძებნება

რუსეთ-საქართველოს მატჩის ანონსი უკრაინულ ენაზე რაგბის კავშირის სოცქსელებში აღარ იძებნება

23/02/2022 07:48:35 საზოგადოება

რუსეთ-საქართველოს მატჩის ანონსი, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინულ ენაზე გამოაქვეყნა, სოციალურ ქსელებში აღარ იძებნება. პოსტერი გავრცელებული იყო როგორც "ფეისბუქზე", ისე "ტვიტერზე".

სოციალურ ქსელში რაგბის კავშირის ანონსი უკრაინულ ენაზე მას შემდეგ გამოჩნდა, რაც რუსეთმა უკრაინის კუთვნილი ტერიტორიები, ლუგანსკი და დონეცკი ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.

როგორც ირკვევა, საქმეში ევროპის რაგბის კავშირი ჩაერთო.

რუსული გამოცემა SPORT24.RU-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ მიმართა საქართველოს რაგბის კავშირს, რომ არ ეთანხმება თამაშის წინ ასეთი სტრატეგიის არჩევას და სთხოვა, ანონსი აეღო.

რუსეთის რაგბის ფედერაციის პრესატაშე ანტონ ხალიზოვის განცხადებით, მათი ფედერაცია ანონსის გავრცელებისთანავე დაუკავშირდა ევროპის რაგბის კავშირს და სასურველი პასუხიც სწრაფადვე მიიღო.

„ევროპის რაგბის კავშირმა დაგვიდასტურა, რომ ასეთი აფიშის გავრცელება დაუშვებელია, რადგან ის არღვევს რეგლამენტს. მათგან შევიტყვეთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირს სთხოვეს ანონსის წაშლა“, - უთხრა ხალიზოვმა რუსულ სააგენტოებს.

მატჩი 27 თებერვალს დინამო არენაზე გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S