
თბილისი და 3 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
23/02/2022 07:02:38 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 10 230 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 7 223 ადამიანი, გარდაიცვალა 48 პაციენტი.
- ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 40 504 კვლევა ტესტით, მათ შორის 25 251 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 253 PCR ტესტით.
- დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 25.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 29.89% ხოლო 7 დღის მანძილზე - 27.73%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 10 230 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 4 305 შემთხვევა,
- აჭარა - 523,
- იმერეთი - 1 662,
- ქვემო ქართლი - 541,
- შიდა ქართლი - 638,
- გურია - 424,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 779,
- კახეთი - 842,
- მცხეთა-მთიანეთი - 218,
- სამცხე-ჯავახეთი - 208,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 90.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 130 229 საიდანაც: 5 252 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 223, აჭარაში - 597, იმერეთში - 964.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 156 პირი, მათ შორის, თბილისში - 463, აჭარაში - 137, იმერეთში - 337. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი, მათგან თბილისში - 154, აჭარაში - 33, იმერეთში - 28. 835 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 572 - თბილისში, 136 - აჭარაში. 124 142 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 7 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 7, ხოლო აჭარაში - 0.