Accentnews.ge
ბორელმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე დაწერილი "პოსტი" წაშალა

ბორელმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე დაწერილი "პოსტი" წაშალა

23/02/2022 06:53:00 მსოფლიო

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე დაწერილი "პოსტი" წაშალა.

"აღარანაირი "შოპინგი" მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში, ბრილიანტები ანტვერპენში და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია", – დაწერა გუშინ ბორელმა "ტვიტერში" პირად გვერდზე, თუმცა დღეს ეს "პოსტი" აღარ იძებნება.

22 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები დაამტკიცეს. ჯოზეფ ბორელის თქმით, სანქციები უწესდება, მათ შორის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს 351 დეპუტატს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარებას.

ცნობისთვის: 21 თებერვალს რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" აღიარა. მოგვიანებით, კი აღნიშნულ ტერიტორიებზე რუსი "მშვიდობისმყოფელების" შეყვანის ბრძანება გასცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S