ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას რეზერვისტების "განსაკუთრებულ პერიოდში" გაწვევის შესახებ
23/02/2022 05:55:49 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას რეზერვისტების განსაკუთრებული პერიოდის განმავლობაში გაწვევის შესახებ.
ზელენსკის თქმით, ამ ეტაპზე საყოველთაო მობილიზება არ გამოცხადდება.
„უნდა გავაძლიეროთ უკრაინის არმიის მზადყოფნა. მე, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გამოვეცი განკარგულება რეზერვისტების განსაკუთრებული პერიოდის განმავლობაში გაწვევის შესახებ“, - განაცხადა მან.
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უკრაინას სურს დიპლომატიური გზა და მშვიდობა.
ცნობისთვის: 21 თებერვალს რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" აღიარა. მოგვიანებით, კი აღნიშნულ ტერიტორიებზე რუსი "მშვიდობისმყოფელების" შეყვანის ბრძანება გასცა.


