Accentnews.ge
რუსეთს სანქციებს იაპონია და კანადაც უწესებენ

რუსეთს სანქციებს იაპონია და კანადაც უწესებენ

23/02/2022 05:47:13 მსოფლიო

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის შემდეგ რუსეთს სანქციებს იაპონია და კანადაც უწესებენ.

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ მთავრობა ყოველგვარ ფინანსურ ურთიერთობას აუკრძალავს კანადელებს ე.წ. "დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან" ლუგანსკთან და დონეცკთან.

კანადა სანქციებს აწესებს ასევე, რუსეთის სუვერენულ ვალზე.

ტრუდოს თქმით, მისი მთავრობა სანქციებს დაუწესებს იმ რუს დეპუტატებს, რომლებმაც უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების დაუჭირეს მხარი.

„კანადა დამატებით სანქციებს გამოიყენებს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ორი რუსული ბანკის წინააღმდეგ და მათთან ყოველგვარ ფინანსურ ურთიერთობას შეწყვეტს",- განაცხადა ტრუდომ.

კანადის პრემიერი გამოეხმაურა და მიუღებელი უწოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებას აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი ჯარისკაცების შესვლასთან დაკავშირებით.

„არ დაუშვათ შეცდომა: ეს არის შემდგომი შეჭრა სუვერენულ სახელმწიფოში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია“, - დასძინა ტრუდომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ გასცა განკარგულება, რომ ლატვიაში განთავსებული კანადის შეიარაღებული ძალების შემადგენლობა გაიზარდოს 460- მდე, მიღებულია ასევე გადაწყვეტილება დამატებითი ფრეგატისა და საზღვაო–საპატრულო თვითმფრინავის გაგზავნაზე.

კანადის მსგავსად, სანქციებით პასუხობს რუსეთის ქმედებებს იაპონიაც. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ფუმიო კიშიდას თქმით, სანქციები მოიცავს იაპონიაში რუსული ობლიგაციების გამოშვების აკრძალვას, გარკვეული ფიზიკური პირების აქტივების გაყინვას და ასევე იაპონიაში მოგზაურობის შეზღუდვას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S