„თავისუფლების დაცვას ჩვენთვისაც ექნება ფასი, ვიმუშავებთ საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებზე ფინანსური ზემოქმედების შესამცირებლად"
22/02/2022 20:19:09 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არ გამორიცხა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციების გამო ამერიკელებს ბუნებრივი აირის საფასური გაუძვირდეთ. თუმცა მან პირობა დადო, რომ ხელისუფლება მოსახლეობის გარკვეულ ნაწილის სანქციებთ გამოწვეულ შედეგებს შეუმსუბუქებს.
"თავისუფლების დაცვას ჩვენთვისაც ექნება ფასი აქ, სახლში. ჩვენ უნდა ვიყოთ გულახდილები ამ საკითხში. ვიმუშავებთ საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებზე ფინანსური ზემოქმედების შესამცირებლად", – განაცხადა ბაიდენმა.
რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარების შემდეგ დასავლეთის რიგმა ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები დააანონსეს.


