Accentnews.ge
აშშ ევროპაში დამატებით სამხედრო დახმარებას გზავნის: "ჩვენს მოკავშირეებთან ერთად დავიცავთ ნატო–ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს"

აშშ ევროპაში დამატებით სამხედრო დახმარებას გზავნის: "ჩვენს მოკავშირეებთან ერთად დავიცავთ ნატო–ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს"

22/02/2022 19:56:19 მსოფლიო

აშშ ევროპაში დამატებით ცოცხალ ძალასა და სამხედრო ტექნიკას აგზავნის. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დამატებითი ამერიკული სამხედრო დახმარება ლიტვაში, ლიეტუვასა და ესტონეთში გაიგზავნება.

"რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლად" აღიარებისა და ამ რეგიონებში რუსული ძალების შეყვანის გადაწყვეტილების საპასუხოდ, აშშ–ის დამატებითი ძალებსა და აღჭურვილობას ბალტიისპირეთში ჩვენი მოკავშირეების გასაძლიერებლად გავგზავნით. ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთთან ბრძოლას. ჩვენ გვინდა, გავგზავნოთ მკაფიო მესიჯი, რომ შეერთებული შტატები ჩვენს მოკავშირეებთან ერთად დაიცავს ნატო–ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს. დაიცავს ნატო–ს წინაშე აღებულ ვალდებულებებს“, -განაცხადა ბაიდენმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S