Accentnews.ge
ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების "პირველი ეტაპი" დააანონსა

ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების "პირველი ეტაპი" დააანონსა

22/02/2022 19:38:52 მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების "პირველი ეტაპი" დააანონსა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

"მე ვაპირებ სანქციების დაწესების პროცესის დაწყებას, რაც ბევრად აღემატება იმ ნაბიჯებს, რაც ჩვენ და ჩვენმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა 2014 წელს განვახორციელეთ. სასანქციო სიაშია, რუსული ფინანსური ინსტიტუტი "VEB" და მისი სამხედრო ბანკი. გარდა ამისა, ჩვენ ვახორციელებთ ყოვლისმომცველ სანქციებს რუსეთის სუვერენულ ვალზე. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობას დასავლური დაფინანსებისგან მოვწყვეტთ. სანქციებს დავუწესებთ ქვეყნის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებს. ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ თამაშებს და უნდა გაიზიარონ ტკივილიც. ჩვენ ვიმუშავეთ გერმანიასთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"–მა წინ არ წაიწიოს. თუ რუსეთი უფრო შორს წავა ამ შემოჭრით, ჩვენ მზად ვართ, უფრო შორს წავიდეთ სანქციებით“, - განაცხადა ბაიდენმა.

ცნობისთვის: 21 თებერვალს რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" აღიარა. მოგვიანებით, კი აღნიშნულ ტერიტორიებზე რუსი "მშვიდობისმყოფელების" შეყვანის ბრძანება გასცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S