Accentnews.ge
ბორელი – რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე: "აღარანაირი "შოპინგი" მილანში, ბრილიანტები ანტვერპენში და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია"

ბორელი – რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე: "აღარანაირი "შოპინგი" მილანში, ბრილიანტები ანტვერპენში და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია"

22/02/2022 19:20:29 მსოფლიო

"აღარანაირი "შოპინგი" მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში, ბრილიანტები ანტვერპენში და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია", – ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები დაამტკიცეს. ჯოზეფ ბორელის თქმით, სანქციები უწესდება, მათ შორის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს 351 დეპუტატს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარებას.

ცნობისთვის: 21 თებერვალს რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" აღიარა. მოგვიანებით, კი აღნიშნულ ტერიტორიებზე რუსი "მშვიდობისმყოფელების" შეყვანის ბრძანება გასცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S