Accentnews.ge
ფედერაციის საბჭომ პუტინს ჯარის უცხოეთში გამოყენების უფლება მისცა

ფედერაციის საბჭომ პუტინს ჯარის უცხოეთში გამოყენების უფლება მისცა

22/02/2022 16:20:35 მსოფლიო

რუსეთის ფედერაციის საბჭომ კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს ჯარის უცხოეთში გამოყენების უფლება მიანიჭა.

დადგენილება ძალაში მიღებისთანავე შევიდა.

სენატორების წინაშე სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლაი პანკოვმა განაცხადა, რომ "უკრაინის ხელმძღვანელობა ძალადობისა და სისხლისღვრის გზას დაადგა, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების საზღვრებზე 60-ათასიანი სამხედრო დაჯგუფება ჩამოაყალიბა მძიმე ჯავშანტექნიკის, სარაკეტო კომპლექსებისა და ზალპური ცეცხლის სისტემების ჩათვლით".

თავის მხრივ, ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა, რომ "დონეცკსა და ლუგანსკში სამშვიდობო ძალები გაიგზავნებიან".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S