Accentnews.ge
რუსული ბომბდამშენები და მოიერიშე თვითმფრინავები შავ ზღვაზე მანევრებს ჩაატარებენ

რუსული ბომბდამშენები და მოიერიშე თვითმფრინავები შავ ზღვაზე მანევრებს ჩაატარებენ

22/02/2022 14:22:30 მსოფლიო

რუსეთმა ოკუპირებულ ყირიმში განათავსა გამანადგურებელი ბომბდამშენები, მოიერიშე თვითმფრინავები და ვერტმფრენები, რომლებიც უახლოეს დღეებში წვრთნის საბაბით ზღვაზე მანევრებს ჩაატარებენ,– იუწყება რუსული „იზვესტია“ რუსეთის სამხედრო უწყებაში წყაროზე დაყრდნობით.

როგორც გამოცემა წერს, რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის საავიაციო ჯგუფი ყირიმის ნახევარკუნძულზე გადაიყვანეს, მისი კონცენტრაცია გასული კვირის ბოლოს დასრულდა. ჯგუფში შედიან ბომბდამშენები, მოიერიშე თვითმფრინავები და ვერტმფრენები. დაგეგმილია, რომ უახლოეს დღეებში ისინი ჩაატარებენ მანევრებს ზღვაზე, დაამუშავებენ მტრის გემების განადგურების, სახმელეთო სამიზნეების ჩახშობისა და ჯარების სადესანტო მხარდაჭერის ამოცანებს.

20 თებერვალს, ათზე მეტი რუსეთის გემი ყირიმის ხიდის ფარვატერული გასასვლელით აზოვის ზღვაში შევიდა.

მანამდე რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური შეტყობინება მფრინავებისთვის (NOTAM-ი) აზოვის ზღვაზე საჰაერო სივრცის 14-19 თებერვლამდე ჩაკეთვის თაობაზე, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში უსაფრთხოების ვითარების გაუარესებით არის ახსნილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S