Accentnews.ge
რუსი ჩინოვნიკები ვერ ჩამოყალიბდნენ, რა "საზღვრებში" აღიარებენ უკრაინის რეგიონებს "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად"

რუსი ჩინოვნიკები ვერ ჩამოყალიბდნენ, რა "საზღვრებში" აღიარებენ უკრაინის რეგიონებს "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად"

22/02/2022 13:45:18 მსოფლიო

რუსეთმა აღიარა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები იმ „საზღვრებში“, რომლებზეც „რესპუბლიკების“ მმართველები ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა.

საგარეო უწყების პრეს–სპიკერის მაია ზახაროვას თქმით, „საზღვრების საკითხი დღეს წარმოიჭრა, ერთ საათში ვერ გადაიჭრება და ეს მომავლის თემაა“.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ რუსეთი აღიარებს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს იმ „საზღვრებში“, სადაც „მათ თავიანთი თავი გამოაცხადეს.“

კრემლის პრესსპიკერის თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიაზე რუსული ჯარის შეყვანის გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტი მიიღებს.

მანამდე, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს პლენარულ სხდომაზე განხილვამდე, დსთ-ის საკითხებში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკა და ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა აღიარებულია დონეცკის და ლუგანსკის მთლიანი რეგიონების საზღვრებში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S