Accentnews.ge
გერმანია "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის სერტიფიცირებას აჩერებს

გერმანია "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის სერტიფიცირებას აჩერებს

22/02/2022 11:16:34 მსოფლიო

გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის სერტიფიცირების პროცესის შეჩერება დაევალა, - აცნობა ჟურნალისტებს ქვეყნის კანცერლმა ოლაფ შოლცმა.

მანამდე რეგულატორი აცხადებდა, რომ რუსეთის მიერ გუშინ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარების გამო რუსული გაზსადენის სერტიფიცირების პროცესში ცვლილებების შეტანა არ იგეგმებოდა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი გაზსადენის სრულად შეჩერებას ითხოვდა.

«დღეს ვთხოვე სამინისტროს, გაიწვიოს ფედერალური საქსელო სააგენტოდან მოხსენება ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე. ეს ტექნიკური მომენტივით ჟღერს, მაგრამ ეს აუცილებელი ნაბიჯია საიმისოდ, რომ გაზსადენის სერტიფიცირება არ მოხდეს. ამ სერტიფიკაციის გარეშე გაზსადენი ექსპლუატაციაში ვერ ჩაეშვება»,— განმარტა შოლცმა.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად სერტიფიცირების პროცედურა ისედაც შეჩერებულია იმასთან დაკავშირებით, რომ "ჩრდილოეთ ნაკად-2"-ს გერმანიაში შვილობილი კომპანიის დაფუძნება და აქტივების მართვის მისთვის გადაცემა დაეკისრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S