Accentnews.ge
უკრაინის საგარეომ ზელენსკის რუსეთთან დიპურთიერთობების გაწყვეტა შესთავაზა

უკრაინის საგარეომ ზელენსკის რუსეთთან დიპურთიერთობების გაწყვეტა შესთავაზა

22/02/2022 10:27:44 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ განიხილავს ქვეყნის საგარეო უწყების წინადადებას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის თაობაზე. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემთხვევაში შემოღებული იქნება საომარი მდგომარეობა და დაამატა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შემოსაღებმა სანქციებმა უნდა მოიცვას გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის გაჩერებაც.

«რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიის საფუძველს აძლევს. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. პრეს-კონფერენციის დასრულებისთანავე მთელი რიგი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტილებების მიღებას ვგეგმავ" - განაცხადა დღეს ზელენსკიმ.

რაც შეეხება დასავლეთის რეაქციას, მან აღნიშნა, რომ რუსეთის მიმართ შემოსაღები სანქციები "ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის შეჩერებასაც უნდა მოიცავდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S