
ირაკლი კობახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
22/02/2022 10:13:31 საზოგადოება
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც პარტიაში აცხადებენ, კობახიძე იზოლაციას სახლში გადის და თავს კარგად გრძნობს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 565 769 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 422 540 პირი გამოჯანმრთელდა, 15 933 გარდაიცვალა.