მედია – დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესების საკითხს განიხილავენ
22/02/2022 08:11:30 მსოფლიო
დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები იკრიბებიან, რათა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესების საკითხი განიხილონ, –იუწყება დასავლური მედია ევროკავშირის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
მისივე ცნობით, ევროკავშირის ქვენების ნაწილი მოსკოვისთვის სანქციების "სრული სპექტრის" დაწესების მომხრეა, ზოგიერთ წევრ ქვეყანას კი სურს, სანქციების შეზღუდვა.
21 თებერვალს რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" აღიარა. მოგვიანებით, კი აღნიშნულ ტერიტორიებზე რუსი "მშვიდობისმყოფელების" შეყვანის ბრძანება გასცა.


