Accentnews.ge
"ვესაუბრე ზელენსკის და უკრაინის მიმართ ევროკავშირის სოლიდარობა გამოვხატე"

"ვესაუბრე ზელენსკის და უკრაინის მიმართ ევროკავშირის სოლიდარობა გამოვხატე"

22/02/2022 06:59:36 მსოფლიო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის მიმართ ევროკავშირის სოლიდარობა გამოხატა.

"რუსეთის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული, პრორუსული რეგიონის აღიარება და ამ ტერიტორიებზე ჯარების შეყვანის ბრძანება არის საერთაშორისო სამართლისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმაა. ევროკავშირი მტკიცედ და სრულად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას", – წერს მიშელი სოციალურ ქსელში.

ორშაბათს გამოქვეყნებულ "ტვიტში", მიშელმა განაცხადა, "ევროკავშირი და მისი პარტნიორები იმოქმედებენ ერთიანად, მტკიცედ და სოლიდარობით".

ცნობისთვის: 21 თებერვალს რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" აღიარა. მოგვიანებით, კი აღნიშნულ ტერიტორიებზე რუსი "მშვიდობისმყოფელების" შეყვანის ბრძანება გასცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S