
თბილისი და ერთი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
22/02/2022 06:46:10 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კოვიდ–ინფიცირების 12 101 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი დედაქალაქსა და ერთ რეგიონზე მოდის. კერძოდ:
- თბილისში გამოვლენილია 5 269 შემთხვევა,
- აჭარაში – 659,
- იმერეთში – 1 935,
- ქვემო ქართლში – 578,
- შიდა ქართლში – 918,
- გურიაში – 471,
- სამეგრელო – ზემო სვანეთში – 801,
- კახეთში – 795,
- მცხეთა-მთიანეთში – 340,
- სამცხე-ჯავახეთში – 199,
- რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 136.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 127 270 საიდანაც:
5 358 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 242, აჭარაში – 609, იმერეთში – 977.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 230 პირი, მათ შორის, თბილისში – 474, აჭარაში – 140, იმერეთში – 376. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, მათგან თბილისში – 159, აჭარაში – 37, იმერეთში – 28.
860 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 574 – თბილისში, 151 – აჭარაში.
121 052 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
თბილისის საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია შვიდი ადამიანი.