
21 თებერვალთან შედარებით კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გასამმაგდა
22/02/2022 06:39:00 საზოგადოება
საქართველოში 21 თებერვალთან შედარებით კოვიდ–ინფიცირების მაჩვენებელი გასამმაგდა, თუმცა ჯამში დღიურ მონაცემებში კლების ტენდენცია შეინიშნება. კერძოდ, გასული 24 სააათის განმავლობაში გამოვლინდა ინფიცირების 12 101 შემთხვევა. ერთი კვირის წინ აღნიშნული მონაცემი 20 000–ს სცდებოდა სტაბილურად.
გარდა ამისა, გასულ დღე–ღამეში გამოჯანმრთელდა 14 764 ადამიანი, გარდაიცვალა 45 პაციენტი. ვირუსმა ჯამში ქვეყანაში 15 933 სიცოცხლე იმსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 47 486 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 33 164, PCR ტესტით - 14 322.
დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 25,48%, ბოლო 14 დღის - 30,65%, ბოლო 7 დღის - 28,55%.
სულ აცრილია 2 800 752 ადამიანი, დღიურად აცრილია - 3 006.
- კარანტინის რეჟიმში - 7
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5 358
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 860