"ახალი ბერლინის კედელი? ჩვენ მზად ვართ და შეგვიძლია, დავიცვათ უკრაინის სუვერენიტეტი"
22/02/2022 06:44:32 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ქვეყანაა მზადაა, დაიცვას სუვერენიტეტი.
"კრემლმა თვითგამოცხადებული "დონეცკი და ლუგანსკი" კი არ აღიარა, არამედ აღიარა საკუთარი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ვინარჩუნებთ სიმტკიცესა და სიმშვიდეს. ჩვენ მზად ვართ და შეგვიძლია, დავიცვათ საკუთარი თავი და ჩვენი სუვერენიტეტი. მსოფლიო არ შეიძლება, გაჩუმდეს. სანქციები? კიდევ ერთი აგური კედელში? ახალი ბერლინის კედელი?", – წერს რეზნიკოვი სოციალურ ქსელში.
21 თებერვალს რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" აღიარა. მოგვიანებით, კი აღნიშნულ ტერიტორიებზე რუსი "მშვიდობისმყოფელების" შეყვანის ბრძანება გასცა.


