Accentnews.ge
იაპონია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მხარს დაუჭერს

იაპონია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მხარს დაუჭერს

22/02/2022 06:13:42 მსოფლიო

იაპონიის ხელისუფლება აცხადებს, რომ მზად არის, შეუერთდეს აშშ-ისა და დიდი შვიდეულის სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში შეჭრის განკარგულებას გასცემს.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა აფუმიო კიშიდამ რუსეთის გადაწყვეტილებას, აღიაროს უკრაინის სეპარატისტული რეგიონები დამოუკიდებელ რესპუბლიკებად, მიუღებელი უწოდა და საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასა.

ფუმიო იშიდამ პუტინს თავშეკავებულობისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, იაპონია მზად არის, მკაცრი პასუხისთვის, რომელიც შესაძლოა, სანქციებს მოიცავდეს.

21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების "სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა" და რუსეთის ფედერაციის ფედერალურ კრებას მოუწოდა, "მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას და შემდეგ კი მოახდინოს ორივე რესპუბლიკასთან მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების რატიფიკაცია.

"ორივე ეს დოკუმენტი მომზადებული და ხელმოწერილი იქნება ძალიან მოკლე დროში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს გაკეთებულ მიმართვაში.

მან ასეთი გადაწყვეტილების წინაპირობად დაასახელა უკრაინის ხელისუფლება, რომელიც არ ცნობს დონბასის პრობლემის გადაჭრის სხვა გზას, გარდა ომისა.

პუტინმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლად შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები დონბასში და გააფრთხილა, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო სისიხლისღვრაზე მთელი პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიის მმართველი რეჟიმის სინდისზე იქნება.“

რუსეთს ოკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯარი შეყავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S