Accentnews.ge
პუტინის გამოსვლის პარალელურად რუსული კომპანიების აქციების ფასი დაეცა

პუტინის გამოსვლის პარალელურად რუსული კომპანიების აქციების ფასი დაეცა

22/02/2022 06:04:23 მსოფლიო

მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსი 10,5%-ით შემცირდა. ეს იყო უდიდესი დღიური ვარდნა 2014 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა.

„როსნეფტის“ აქციების ღირებულება 21 თებერვალს – ვლადიმირ პუტინის ერთსაათიანი მიმართვის შემდეგ, 20%-ით დაეცა, ხოლო „გაზპრომის“ – თითქმის 16%-ით.

21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების "სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა" და რუსეთის ფედერაციის ფედერალურ კრებას მოუწოდა, "მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას და შემდეგ კი მოახდინოს ორივე რესპუბლიკასთან მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების რატიფიკაცია.

"ორივე ეს დოკუმენტი მომზადებული და ხელმოწერილი იქნება ძალიან მოკლე დროში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს გაკეთებულ მიმართვაში.

მან ასეთი გადაწყვეტილების წინაპირობად დაასახელა უკრაინის ხელისუფლება, რომელიც არ ცნობს დონბასის პრობლემის გადაჭრის სხვა გზას, გარდა ომისა.

პუტინმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლად შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები დონბასში და გააფრთხილა, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო სისიხლისღვრაზე მთელი პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიის მმართველი რეჟიმის სინდისზე იქნება.“

რუსეთს ოკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯარი შეყავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S