"ახლა ყველას ყურადღება ლუგანსკზე და დონეცკზეა გამახვილებული, თუმცა ქვეყნის სხვა ნაწილების თვალყურის დევნებაც გონივრული იქნება"
21/02/2022 18:41:41 მსოფლიო
ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების შესაძლო აღიარების საკითხს ეხმიანება.
"ახლა ყველას ყურადღება ლუგანსკსა და დონეცკზეა გამახვილებული, თუმცა ქვეყნის სხვა ნაწილების თვალყურის დევნებაც გონივრული იქნება", – წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში.
გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.


